weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 1792 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:31 სამშაბათი, 20 აპრილი 2021

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1792 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გუშინ, 19 აპრილს, 578 ახალი შემთხვევა იყო. დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევების რიცხვი გასული კვირის ყოველდღიურ მაჩვენებლებს დაახლოებით 500-600-ით აღემატება. 

19 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.79%-ია, ბოლო 14 დღის – 3.24%, ხოლო 7 დღის – 3.92%.

ჩატარებული 30 940 ტესტის შედეგად, დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1792 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1030-ია დაფიქსირებული, ხოლო რეგიონების მიხედვით შემდეგი მონაცემებია:

აჭარა – 164

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 163

იმერეთი – 96

შიდა ქართლი – 85

ქვემო ქართლი – 75

კახეთი – 63

გურია – 55

მცხეთა-მთიანეთი – 33

სამცხე-ჯავახეთი – 23

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 663 პირი და 10 ადამიანი დაიღუპა.

ამ ეტაპზე, საქართველოში ინფიცირების 11 506 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 7723 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 3270 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 793, აჭარაში – 420, იმერეთში – 390;
  • 513 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

დღეისთვის 581 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 89 პირი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 297 728 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 282 237 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3959 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]