weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სიღნაღში ხანძრის შედეგად საძოვარი და ვენახი დაიწვა

23:10 ოთხშაბათი, 23 აგვისტო 2017

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ხანძრის შედეგად რამდენიმე ჰექტარი საძოვარი და რამდენიმე რიგი ვენახი დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ხორბლის მოსავლის აღების შემდეგ ბალახისთვის ცეცხლის მოკიდებამ გამოიწვია.

ბოდბეში გამგებლის წარმომადგენლის ალექსანდრე კოჭლამაზაშვილის ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით 17:00 საათზე გაჩნდა. ცეცხლის ჩასაქრობად დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებიდან სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და ადგილობრივები მუშაობდნენ. ცეცხლის ალი ცენტრალურ სამანქანო გზაზეც გადავიდა, რამაც მცირე ხნით ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა.

ხანძრებს საქართველოს რეგიონებში რამდენიმე დღეა ებრძვიან. ბორჯომის მუნციპალიტეტის სოფელ დაბასთან, ტყეში, 20 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. 22 აგვისტოს მდგომარეობით 12 ჰექტარი ფართობია დამწვარი.

22 აგვისტოს ხანძარი იყო ლაგოდეხის რაიონში, რომელიც მალევე ჩააქრეს. გორის რაიონში, ატენის ხეობაში ცეცხლის ჩასაქრობად სამხედრო ძალების მობილიზება გახდა საჭირო. 22 აგვისტოს ცეცხლი გაჩნდა დუშეთის რაიონის სოფელ თვალივშიც. ხანძრის ლოკალიზება იმავე დღეს მოხერხდა, თუმცა ქარის გამო დღეს ცეცხლის კერები ისევ გაჩნდა. დამწვარია დაახლოებით ორი ჰექტარი ტერიტორია. ხანძარია პირიქითა ხევსურეთშიც. ანდაქის ხეობაში სათიბ-საძოვრები იწვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]