weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

საბჭო დამატებით ღონისძიებებთან დაკავშირებით ორშაბათს იმსჯელებს – ტიკარაძე

18:59 პარასკევი, 23 აპრილი 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ორშაბათს იმსჯელებს, რა დამატებითი ღონისძიებები შეძლება გატარდეს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის უკეთ მართვისთვის.

„ახლა ჩევნ ვიმყოფებით ისეთ სტადიაზე, როდესაც ველოდებით პიკურ მაჩვენებელს მესამე ტალღისას. რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს იმისთვის, რომ ეპიდსიტუაცია უკეთესად ვმართოთ ლოკალურ დონეზე. საბჭო ამასთან დაკავშირებით ასევე იმსჯელებს ორშაბათს“, – განაცხადა ტიკარაძემ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, კორონავირუსის პრევენციის მნიშვნელოვან ღონისძიებად რჩება პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ საზოგადოებაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 50%-მდეა დაცემული.

23 აპრილს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1271 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 22 აპრილს 1226, ხოლო 21 აპრილს – 1310 შემთხვევა იყო. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 13 231 აქტიური მიმდინარე შემთხვევაა, ბოლო შვიდი დღის დადებითობის მაჩვენებელი კი – 4.55%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]