weather cur horoscope tv
ივნისი 21, 2021

ამბროლაურში ლასო აბუთიძის მკვლელობაში ბრალდებულებს 15-15 წლით პატიმრობა მიესაჯათ

16:38 ორშაბათი, 17 მაისი 2021 hits 133
ფოტოზე - მოკლული ლასო აბუთიძე ფოტოზე - მოკლული ლასო აბუთიძე

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში გასულ წელს მოკლული 29 წლის ლასო აბუთიძის საქმეზე ბრალდებულებს 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. პროკურატურის ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო აბუთიძის ჯგუფურ მკვლელობაში.

ლასო აბუთიძე 2020 წლის 22 აგვისტოს მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 წლის ორი მამაკაცი დააკავა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მათ მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი.ქ.-მ და ვ.ს.-მ ჯგუფურად, გაგუდვის გზით განზრახ მოკლეს ლასო აბუთიძე. გარდა ამისა, ბრალდებული ვ.ს.-ფიზიკურად გაუსწორდა მ.ც.-ს, რომელიც მათთვის ხელის შეშლას ცდილობდა.

„ი.ქ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად), ხოლო ვ.ს.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა და ძალადობა) წარედგინათ. ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ი.ქ. და ვ.ს. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]