weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

კორონავირუსის 1104 ახალი შემთხვევიდან 607 თბილისშია, 109 – სამეგრელო-ზემო სვანეთში

12:11 ხუთშაბათი, 20 მაისი 2021

საქართველოში, ბოლო 24 საათში ჩატარებული 29 032 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 1104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ ინფიცირების 1160 ახალი შემთხვევა იყო, ხოლო გუშინწინ – 1562.

19 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.8%-ია, ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 4.39%-ს შეადგენს, ხოლო 7 დღის – 4.03%-ს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1104 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 607, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 109

იმერეთი – 103

აჭარა – 83

ქვემო ქართლი – 57

კახეთი – 46

შიდა ქართლი – 40

სამცხე-ჯავახეთი – 24

მცხეთა-მთიანეთი – 15

გურია – 12

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8

ბოლო 24 საათში 1603 ინფიცირებული ვირუსისგან გამოჯანმრთელდა, ხოლო 21 გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 885 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 9975 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 4221 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმეა 917 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთაგან 222 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება;
  • 689 ინფიცირებული კლინიკურ-სასტუმროებშია მოთავსებულია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, ვირუსით ინფიცირების 334 705 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 315 254 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 4540 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]