weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საქართველოში კორონავირუსის 1064 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 29 ინფიცირებული

11:41 პარასკევი, 21 მაისი 2021

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 25 564 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 1064 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გუშინ 1104 ახალი შემთხვევა იყო, გუშინწინ კი – 1160.

20 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.16%-ია, ბოლო 14 დღის – 4.26%, ხოლო ბოლო 7 დღის – 4.13%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1064 ახალი შემთხვევიდან თბილისში 543 დადებითი შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

აჭარა – 125

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 104

იმერეთი – 99

ქვემო ქართლი – 62

კახეთი – 47

შიდა ქართლი – 25

სამცხე-ჯავახეთი – 18

მცხეთა-მთიანეთი – 17

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17

გურია – 7

ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1135 პირი, 29 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე საქართველოში ინფიცირების 14 785 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 9819 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 4261 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს. დღეისთვის 893 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი;
  • 705 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, ვირუსით ინფიცირების 335 769 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 316 389 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 4569 ადამიანი.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]