weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ადამიანის წამებაში ბრალდებულებს რუსთავის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა  

23:02 პარასკევი, 25 აგვისტო 2017

რუსთავის საქალაქო სასამართლომ, გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში, 42 წლის თანასოფლელის წამების და მასზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ სამ მამაკაცს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

"სამივე ბრალდებულს ბრალად აქვს წარდგენილი წამება დამამძიმებელ გარემოებაში. კერძოდ, წამება ჯგუფურად სექსუალური ძალადობის გამოყენებით. ამოღებულია მობილური ტელეფონები, რომლითაც ისინი ვიდეოჩანაწერებს იღებდნენ მაშინ, როდესაც ამ დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებდნენ. ასევე, არსებობს მთელი რიგი მტიკიცებულებები, მათ შორის, ორი ბრალდებულის ჩვენება", - აცხადებს პროკურორი ქეთევან სანოძე.

პროკურატურის მოთხოვნით, საქმეზე სასამართლო სხდომა დაიხურა. პროკურორის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ პროცესს სოფლის მცხოვრებლები ესწრებოდნენ, შესაძლოა დარბაზში პოტენციური მოწმეები ყოფილიყვნენ. ამასთან, საქმე პირადი ცხოვრების დეტალებსაც შეიცავს.

ბრალდებულების ადვოკატი დარეჯან ბუცხრიკიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები 42 წლის მამაკაცზე ძალადობას ესწრებოდნენ, თუმცა დანაშაულში მონაწილეობა არ მიუღიათ.

"მას უნდოდა მხოლოდ გაერკვია რა ურთიერთობაში იყო დაზარალებული მის მეუღლესთან. მას განზრახული არ ჰქონდა ის ქმედება, რაც  ბრალად წაუყენეს. ეს იქ მყოფი ადამიანების მიერ მოხდა, რაც ვიდეოშიც კარგად ჩანს", - ამბობს ადვოკატი ერთ-ერთი ბრალდებულის შესახებ.

მისივე თქმით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

რამდენიმე დღის წინ ათზე მეტმა ადამიანმა გარდაბნის რაიონში 42 წლის მამაკაცი ჯერ სასტიკად ცემა, შემდეგ კი აწამა. მამაკაცი კომატოზურ მდგომარეობაში საავადმყოფოშია მოთავსებული. შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ოთხი ადამიანი დააკავეს.

დაზარალებულის ახლობლების თქმით, მამაკაცს რუსთავში დახვდნენ, დაიჭირეს, ქალაქგარეთ გაიყვანეს და იძალადეს. ძალადობა სავარაუდოდ ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მოძალადებმა ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა და ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]