weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2024

ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი პრემიერ ღარიბაშვილთან საუბარს ითხოვს

12:39 ორშაბათი, 28 ივნისი 2021

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელსაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ხელისუფლება თითქმის ოთხი წელია თავისუფლად გადაადგილების უფლებას უზღუდავს, საქართველოს მოქმედ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან საუბარს ითხოვს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში მეარაყიშვილი წერს, რომ საუბარი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან სურდა, თუმცა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ახვლედიანს „ამისთვის დრო არ აღმოაჩნდა“.

„4 წელია ვიდევნები სამოქალაქო აქტივიზმის გამო ბიბილოვის სურვილით – 3 სისხლის სამართლის საქმეზე ვარ ბრალდებული ფორმალურად. 4 წელია არ შემიძლია ვისარგებლო თავისუფალი გადაადგილებით. მთელი ეს წლები რამდენიმე ათეულ სასამართლო სხდომაზე და პროკურატურაში დაკითხვებზე მომიწია დასწრება.

საქართველოს ხელისუფლება ერიდება ჩემი პრობლემის წამოწევას. თუ ჩემზე საუბრობს, არის ფორმალური ხასიათის და თავადაც კარგად იციან, რომ მე ეს ვერ დამეხმარება მდგომარეობის შემსუბუქებაში.

ვითხოვ საუბარს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან. მსურდა შერიგების მინისტრ თეა ახვლედიანთან, თუმცა ერთ წელში მას ამისთვის დრო არ აღმოაჩნდა. ყოველ ჯერზე უარი მივიღე.

ვითხოვ, ერთ კვირაში გამონახოს დრო, რომ გავესაუბრო ჩემი პრობლემების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართაც პროტესტის უკიდურეს ფორმას“, – ამბობს თამარ მეარაყიშვილი.

თამარ მეარაყიშვილი 2017 წლის 16 აგვისტოს, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მილიციამ ახალგორში დააკავა, მეორე დღეს გაათავისუფლეს, თუმცა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. თამარ მეარაყიშვილს ე.წ. სამართალდამცავი ორგანოები ედავებოდნენ იმას, რომ მან თავისი განცხადებებით პარტია „ერთიანი ოსეთის“ პატივსა და ღირსებას შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით, მეარაყიშვილს ასევე ბრალი წარუდგინეს საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონოდ მიღებისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენებისთვის. თამარ მეარაყიშვილს დოკუმენტები ჩამორთმეული აქვს და ოკუპირებული რეგიონიდან გასვლა არ შეუძლია.

მეარაყიშვილმა არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება საქართველოს ხელისუფლების უყურადღებობის გამო. 2018 წელს მან დახმარებისთვის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესაც მიმართა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ბახტაძემ დააიგნორა.

 

ამ თემაზე:

ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ თამარ მეარაყიშვილი გაამართლა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]