weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

ყველას აქვს გამოსვლის უფლება, ძალადობა მიუღებელია – პრეზიდენტი „თბილისი პრაიდზე“

10:50 ხუთშაბათი, 01 ივლისი 2021

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისი პრაიდთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქუჩაში გამოსვლის და სიტყვის თავისუფლების გამოყენების უფლება ყველას აქვს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისთვის მიუღებელია ძალადობის, მუქარის, ზეწოლისა და სიძულვილის ენის ყველანაირი ფორმა.

„მიუღებელია, რადგან ეს ადამიანების კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა. მიუღებელია, იმიტომ, რომ ეს არის დარღვევა ადამიანის კონსტიტუციური უფლებების და მიუღებელია ჩემთვის, როგორც კონსტიტუციის გარანტისა და დამცველისათვის.

მე ვთვლი, რომ ყველას აქვს უფლება გამოიყენოს სიტყვის თავისუფლება. ეს არის ჩვენი ძირძველი ტოლერანტობა, რომელიც არის ჩვენი იდენტობის ნაწილი. ამაზე აშენდა ჩვენი ქვეყანა და ამაზე განვითარდება ხვალაც. ამიტომ ვთვლი ასევე, რომ ყველას აქვს გამოსვლის უფლება.

ასევე, „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს აქვთ უფლება, გამოხატონ თავიანთი აზრი და გამოიყენონ ის უფლება, რომელიც ყველას კონსტიტუციური უფლებაა, კონსტიტუციისა და კანონის მიერ დადგენილ ნორმებში. ეს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერთიანობისთვის მნიშვნელოვანია“, – თქვა პრეზიდენტმა.

საქართველოში „პრაიდის“ კვირეული დღეს, პირველ ივლისს იწყება და 5 ივლისს დასრულდება. ხუთი დღის განმავლობაში დაგეგმილია თბილისში, 2019 წელს პირველად გამართული „პრაიდის“ კვირეულის შესახებ დოკუმენტური ფილმის „ღირსების მარშის“ ოფიციალური პრემიერის გამართვა, ადგილობრივი და საერთაშორისო არტისტების მონაწილეობით „პრაიდ ფესტივალის“, 5 ივლისს კი „ღირსების მარშის“ ჩატარება. ევროპარლამენტის 28 წევრმა საქართველოს მთავრობას, კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუწოდა, დაიცვას „ღირსების მარშის“ მონაწილეები, უზრუნველყოს მათ მიერ გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობა.

სხვადასხვა ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები „ღირსების მარშის“ ჩაშლითა და ძალადობით იმუქრებიან. „პრაიდის“ კვირეულის წინააღმდეგია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოც, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს ღონისძიება პროვოცირების ნიშნებს შეიცავს და კონფლიქტში შედის „საზოგადოებაში აღიარებულ ზნეობრივ ნორმებთან“. საპატრიარქომ ხელისუფლებას მიმართა – „აარიდოს ქვეყანას დესტაბილიზაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებას გარდაუვალი შფოთი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]