weather cur horoscope tv
ოქტომბერი 21, 2021

კორონავირუსის 2460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 20 ადამიანი გარდაიცვალა

12:09 პარასკევი, 23 ივლისი 2021 hits 147

ჩატარებული 38 945 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 20 ადამიანი, 1082 კი გამოჯანმრთელდა.

გუშინ 2261 ახალი შემთხვევა იყო, გუშინწინ – 2415. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 22 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6.32%-ია, ბოლო 14 დღის – 5.38%, ხოლო 7 დღის – 6.03%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2460 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1363 შემთხვევაა გამოვლენილი. რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

აჭარა – 240

იმერეთი – 196

ქვემო ქართლი – 139

შიდა ქართლი – 118

გურია – 36

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 89

კახეთი – 181

მცხეთა-მთიანეთი – 62

სამცხე-ჯავახეთი – 25

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 21 834 მიმდინარე, აქტიური შემთხვევა, საიდანაც:

  • 15 567 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
  • 4780 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს. 934 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 205 პირი;
  • 1487 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 398 081-ს. აქედან 370 565 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 5656 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]