weather cur horoscope tv
ივლისი 29, 2021

კორონავირუსის 2415 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 26 ადამიანი გარდაიცვალა

11:38 ოთხშაბათი, 21 ივლისი 2021 hits 87

საქართველოს მასშტაბით ჩატარებული 37 627 ტესტის შედეგად, დღეს კორონავირუსით ინფიცირების 2415 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გუშინ, 20 ივლისს, 2616 ახალი შემთხვევა იყო.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 20 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6.42%-ია, ბოლო 14 დღის –5.03%, ხოლო ბოლო ერთი კვირის – 5.53%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2415 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1391 შემთხვევა, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:

აჭარა – 202

ქვემო ქართლი – 172

კახეთი – 149

იმერეთი – 147

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 97

შიდა ქართლი – 90

მცხეთა-მთიანეთი – 67

გურია – 47

სამცხე-ჯავახეთი – 40

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 13

ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 943 ადამიანი, 26 კი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 19 643 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 13 876 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 4584 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 899 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 189 პირი;
  • 1183 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში;

ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 393 360-ს შეადგენს. აქედან ვირუსისგან 368 073 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 5618 კი გარდაიცვალა.

 

ამ თემაზე:

ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში, რიგი გამკაცრებები იქნება – გამყრელიძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]