weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საქართველო იმყოფება კორონავირუსის მეოთხე ტალღის ალბათ საწყის სტადიაზე – ჩხაიძე

19:25 შაბათი, 31 ივლისი 2021

3000-ზე მეტი ინფიცირებული ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მკვეთრად გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე მიუთითებს. საქართველო ახლა იმყოფება კორონავირუსის გავრცელების მეოთხე ტალღის ალბათ საწყის სტადიაზე“, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდეს, არის ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის რაც შეიძლება სწრაფი ზრდა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 3196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 27 ადამიანი კი გარდაიცვალა. ინფიცირების ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და კახეთში ფიქსირდება. დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 31 295 მიმდინარე შემთხვევაა, საიდანაც 5651 ინფიცირებული საავადმყოფოში გადის მკურნალობას. 1109 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადები, კლინიკურ სექტორში 7000-მდე საწოლია მობილიზებული.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, 31 ივლისის მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 157 754 ადამიანი, რაც სამიზნე ზრდასრული მოსახლეობის 9.3%-ია. ვაქცინაციის ეროვნული გეგმა წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის (1 691 214 ადამიანი) აცრას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]