weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

მზად ვარ, ისევ ჩავიცვა თეთრი ხალათი და ჩვენი გმირი ექიმების გვერდით დავდგე – ტიკარაძე

12:55 ორშაბათი, 09 აგვისტო 2021

ეს არის ძალიან რთული ბრძოლა, რომელიც ჩვენ ძალიან გვიჭირს და მზად ვარ, დავიკავო ჩვენი გმირი ექიმების გვერდით ადგილი, ჩავიცვა ისევ თეთრი ხალათი და მათთან ერთად დავდგე ამ ურთულეს ბრძოლაში, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას.

ეკატერინე ტიკარაძემ მოქალქეებს ვაქცინაციის ჩატარებისა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა. მისი თქმით, იმ დროს, როცა დღეში 30-ზე მეტი ოჯახი კარგავს დედას, მამას, და-ძმას ან შვილს, დადგენილი წესების დაცვა თითოეული ჩვენგანის მორალური ვალდებულებაა.

„ძალიან კარგად ვიაზრებ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა, მაგრამ მაშინ, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით ბრძოლაში სიკვდილის და სიცოცხლის და თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენაში, უპირველესი რჩება არა ეკონომიკა, არამედ მთავარი არის თითოეული ჩვენი გვერდში მდგომის და ოჯახის წევრის სიცოცხლის გადარჩენა. ყველას გთხოვთ, იგრძენით ის მაღალი მორალური პასუხისმგებლობა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ კოვიდპანდემია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 44 ადამიანი გარდაიცვალა და გამოვლინდა ინფიცირების 2236 ახალი შემთხვევა. ქვეყანაში ვირუსი 40 233 ადამიანს უდასტურება, საიდანაც 6641 საავადმყოფოში მკურნალობს. 

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი 450 149 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 403 762 უკვე გამოჯანმრთელდა. ვირუსს ჯამში 6128 ადამიანი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]