weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კახეთში COVID-19-ის აღმავალი ტალღაა მოსალოდნელი

12:39 ორშაბათი, 23 აგვისტო 2021

„დღესდღეობით, ჩვენ ვაკვირდებით თბილისსა და აჭარაში ინფექციის მატების გარკვეულ სტაბილიზაციას, თუმცა არსებული მონაცემებით, სხვა რეგიონებში ველოდებით აღმავალ ტალღას“, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამ პროგნოზიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ იმ რეგიონებში, სადაც აღმავალი ტალღაა მოსალოდნელი, ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალურად გაძლიერებული იყოს.

„ასეთი გახლავთ კახეთი. საჭიროების შემთხვევაში, კახეთშიც განვიხილავთ დროებით დაყოვნების სივრცის მოწყობას, სადაც ჩვენი მოქალაქეები მიიღებენ საჭირო სამედიცინო დახმარებას“, – განაცხადა ტიკარაძემ, რომელიც დღეს, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, კახეთში ექიმებს ხვდება.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 2354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 166 კახეთშია დაფიქსირებული. ბოლო დღეების განმავლობაში, რეგიონებს შორის კახეთი მესამეა ინფექციის ახალი შემთხვევების რაოდენობით.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 60 ადამიანი გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში ინფიცირების 56 753 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 7400 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]