weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მსოფლიოში მსგავი ერთეული შემთხვევები ფიქსირდება – ტიკარაძე 2-ჯერ აცრილის გარდაცვალებაზე

13:17 ორშაბათი, 23 აგვისტო 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ორჯერადად ვაქცინირებული პირის გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ეს პანიკის საფუძველს არ უნდა იყოს.

„ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, თუმცა მსოფლიოში მსგავი ერთეული შემთხვევები ფიქსირდება, ასეთი დაფიქსირდა საქართველოშიც.

ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, ვინაიდან ეს არის 0.001%. ძირითადად, ვაქცინა გვიცავს ლეტალური შემთხვევებისაგან.

ამ პაციენტებში იყო განვითარებული სიცოცხლისთვის შეუსაბამო სხვადასხვა დაზიანება, რომელიც გამოწვეული იყო მათი ქრონიკული დაავადებებიდან და ამ შემთხვევაში ექიმების ძალისხმევაც აღმოჩნდა უშედეგო“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელი ვაქცინით იყვნენ აღნიშნული პირები აცრილი, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ეს პაციენტის პირადი ინფორმაციაა.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუმცა, სავარაუდოდ საუბარია მწერალ ვაჟა შაქარაშვილზე, რომელიც გორში, კლინიკა „გორმედში“ გუშინ გარდაიცვალა. 11 აგვისტოს ვაჟა შაქარაშვილი Facebook-ზე წერდა, რომ კორონავირუსს ებრძოდა. მანამდე, 28 ივნისს, მან თავადვე გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ „სინოვაკის“ ვაქცინით აიცრა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 2354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 60 ადამიანი კი გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში ინფიცირების 56 753 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 7400 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]