weather cur horoscope tv
ოქტომბერი 16, 2021

„აიცერი და მოიგე“ – რა უნდა იცოდეთ ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის შესახებ

18:07 სამშაბათი, 07 სექტემბერი 2021 hits 10430

საქართველოს ეროვნული ლატარია (Lotto.ge) ვაქცინაციის წამახალისებელ გათამაშებას 13 სექტემბრიდან ჩაატარებს. კომპანიის განმარტებით, ყველა, ვინც ერთხელ მაინც არის აცრილი ან აიცრება, ფულის მოგების შესაძლებლობას მიიღებს.

ყოველდღე გათამაშდება 100 და 500 ლარი, ყოველკვირეულად 1000-დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც 31 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაიმართება, 100 000 ლარი გათამაშდება. ლატარიისთვის სახელმიწფო ბიუჯეტიდან 2 მილიონ 800 ათასი ლარი გამოიყო.

ლატარიის გათამაშებები გაიმართება ვებ-გვერდ stopcov.lotto.ge-ზე ყოველდღე 12:00 საათზე, ხოლო ყოველკვირეული - ორშაბათს, ყოველდღიური ლოტოს გათამაშების დასრულებისთანავე.

ლატარიის „აიცერი და მოიგე“ გათამაშების ბილეთებს აცრილი პირები სახელმწიფოსგან ვაქცინაციის დროს უფასოდ მიიღებენ. 18 წლამდე პირის ლატარიის ბილეთი გადაეცემა მშობელს, მეურვეს ან ოჯახის სრულწლოვან წევრს.

ლატარიის პირობები

ლატარიაში „აიცერი და მოიგე“ მონაწილეობს ყველა აცრილი ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით. მათი დენტიფიცირება პირველი აცრის რეგისტრაციისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბაზაში მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით მოხდება.

პირველი აცრის გაკეთებისთანავე ბენეფიციარი მონაცემთა ბაზაში ავტომატურად მიიღებს გათამაშების ბილეთს, აცრიდან მეორე დღესვე მიღებული ბილეთი ერთვება „აიცერი და მოიგე“ ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებაში.

პირი, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია წამახალისებელი ლატარიის ამოქმედებამდე, 13 სექტემბრამდე ჩაიტარა, მონაწილეობას მიიღებს „აიცერი და მოიგე“ ყველა გათამაშებაში.

ვაქცინირების დროს მიღებული ბილეთი ვალიდურია ყველა გათამაშების განმავლობაში, მანამ, ვიდრე ბილეთზე არ დაფიქსირდება მოგება. მაგალითად: თუ მოქალაქის ბილეთმა ერთხელ გაიმარჯვა ყოველდღიურ გათამაშებაში, თქვენი ბილეთი აღარ მონაწილოებს მომდევნო ყოველდღიურ გათამაშებაში, მაგრამ მიიღებს მონაწილეობას ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებებში, თუ ბილეთმა მოიგო ყოველკვირეულ გათამაშებაში, ის შემდგომში მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ გათამაშებაში.

რაც უფრო მალე ჩაიტარებს ადამიანი ვაქცინაციას, მით უფრო ბევრ გათამაშებაში მიიღებს მისი ლატარიის ბილეთი მონაწილეობას და მით უფრო გაიზრდება მისი მოგების შანსი.

ლატარიაში მოგების შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი მიიღებს რეგისტრაციის დროს მითითებულ მობილურ ნომერზე. მოგების იდენტიფიცირება მოხდება ასევე პირველი რეგისტრაციის დროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბაზაში მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით.

გათამაშებების ტრანსლირება და შედეგების ნახვა შესაძლებელია საიტზე www.stopcov.lotto.ge-ზე.

1000 ლარამდე მოგების განაღდება შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ლატარიის სერვის-ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ყველა მსხვილ სავაჭრო მოლში მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო 1000 ლარზე მეტის მოგების შემთხვევაში, მოგებულს თანხა ჩაერიცხება მის პირად საბანკო ანგარიშზე. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]