weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მაშველებმა ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს

08:35 შაბათი, 09 ოქტომბერი 2021

ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მაშველებმა კიდევ ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, სამი გარდაცვლილი ბავშვია.

ბოლო მონაცემებით, ნანგრევებიდან სულ 5 გარდაცვლილი ამოიყვანეს, ხოლო 2 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ქალისა და კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. მთლიანად ჩამოიშალა ერთი სადარბაზო და 15-მდე ადამიანი, მათ შორის, ბავშვებიც მოიყოლა.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ განაცხადა, რომ კორპუსი ავარიული არ იყო და ბოლო წლების განმავლობაში მასზე დაშენება არ განხორციელებულა.

დღის განმავლობაში ადგილობრივები მედიასთან აცხადებდნენ, რომ ხუთსართულიან კორპუსზე ორი სართული უკანონოდ იყო დაშენებული, რასაც, მათი აზრით, შესაძლოა ნგრევა გამოეწვია. ნგრევის გამომწვევ კიდევ ერთ სავარაუდო მიზეზად ასახელებენ პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, რა დროსაც, გაფართოების მიზნით საყრდენი კედელი დაანგრიეს.

„ჩვენი ინფორმაციით, ქვემოთ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები. მესაკუთრე აკეთებდა ამას და შეიძლება საყრდენი კედლის გამოცლა იყო მიზეზი. გამოძიება მიმდინარეობს და თუ დადგინდება, პასუხისგებაში მიეცემიან ეს ადამიანები“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]