weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი 35 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

11:02 შაბათი, 09 ოქტომბერი 2021

ბათუმში, საცხოვრებელი ბინის ნანგრევებიდან გუშინ საღამოს ამოყვანილი 35 წლის ქალი გარდაიცვალა. ის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდებოდა.

როგორც საავადმყოფოს წარმომადგენელმა, თამარ მხატვარმა განაცხადა, ქალი დღეს, 09:35 საათზე გარდაიცვალა.

„ის შემოყავნილი იყო უმძიმეს მდგომარეობაში. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაშივე დამძიმდა მისი მდგომარეობა. დაფიქსირდა გულის გაჩერება, აღდგა გული და ღამის განმავლობაში რამდენჯერმე დაფიქსირდა გულის გაჩერება აღდგენით“, – განაცხადა თამარ მხატვარმა.  

მისივე თქმით, პაციენტს აღენიშნებოდა მრავლობითი მოტეხილობა, შინაგანი ორგანოების დაჟეჟილობა და სისხლდენა.

მაშველებმა ნანგრევებში სულ 7 ადამიანი იპოვეს, რომელთაგან 5 გარდაცვლილი იყო. 2 ადამიანი – ახალგაზრდა ქალი და კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალი დილით გარდაიცვალა, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ნანგრევებში 3 ადამიანს ეძებენ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი გუშინ, 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. მთლიანად ჩამოიშალა ერთი სადარბაზო და 15-მდე ადამიანი, მათ შორის, ბავშვებიც მოიყოლა. 5 დაღუპულიდან სამი ბავშვია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზაურ ბუდატოვი და მის მიერ სარემონტო სამუშაოებისთვის დაქირავებული ორი პირი – 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებული გ.ს. დააკავა.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებას, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]