weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ადამიანი იდგება ქუჩაში – სუბარი სააკაშვილის გათავისუფლებაზე

15:13 პარასკევი, 15 ოქტომბერი 2021

„აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ადამიანი იდგება ქუჩაში ან რამდენი ადამიანი მოითხოვს ქვეყნის გარედან ბელადის გათავისუფლებას, ჩვენ საქართველოს კონსტიტუციით, კანონით ვმოქმედებთ და ყველა დამნაშავე სასჯელს მოიხდის ბოლო დღემდე, დაემორჩილება იმ კანონებს, რომელიც ციხეში არსებობს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ორ წელიწადში ერთხელ ახერხებს თავისი ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილის მობილიზებას.

„თუმცა მათი ლიდერი, როგორც ისინი მას ბელადს უწოდებენ, ძალიან იმედგაცრუებული უნდა იყოს. ეგონა, რომ დახვდებოდა 100 და 300 ათასი ადამიანი ქუჩაში და მოითხოვდა მის გამოშვებას. ნახა, რომ ძალიან ბევრად არის შემცირებული იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც მას მხარს უჭერს“, – აღნიშნა სუბარმა ჟურნალისტებთან.

გუშინ, 14 ოქტომბერს, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გამართა. როგორც დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ იმ რაოდენობის ხალხი, რაც გუშინდელ აქციაზე იყო, „ვარდების რევოლუციაზეც“ არ ყოფილა.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში 8 წლის შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ დაბრუნდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე და 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვები არ დასრულებულა.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გაყალბებული ბრალდებების საფუძველზეა დაპატიმრებული და პუტინის პირადი პატიმარია. პროტესტის ნიშნად ის მე-15 დღეა შიმშილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]