weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსი ამირან ჯანაშია დააკავეს

23:40 პარასკევი, 29 ოქტომბერი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი და ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსი ამირან ჯანაშია დააკავეს. პარტიის წევრების ცნობით, ჯანაშია თბილისიდან სამეგრელოში ავტომობილით ბრუნდებოდა, როდესაც სამართალდამცველებმა გააჩერეს და იარაღი ჩაუდეს.

„ჩვენი ინფორმაციით, იარაღი ჩაუდეს ჩვენს მეგობარს და თანამებრძოლს, ყოფილ ძალოვანს ამირან ჯანაშიას, რომელიც გვეხმარებოდა სოფელ რუხში. რამდენიმე დღის წინ თვითონ დაწერა პოსტი, რომ ამაზე ინფორმაცია გვქონდა“, – დაწერა სოციალურ ქსელში პარლამენტარმა ანა წითლიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ჯანაშია დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

21 ოქტომბერს იგივე ბრალდებით დააკავეს ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი, ლექსო რაფავა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების თქმით, მას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს იმის გამო, რომ ოპოზიციის მხარდამჭერი იყო და არჩევნების გაყალბებას უშლიდა ხელს. გარდა ამისა, ჩხრეკა ჩატარდა ზუგდიდში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, რუსლან შამახიას სახლში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]