weather cur horoscope tv
აპრილი 30, 2024

სააკაშვილმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს თანამშრომლებს – ბრეგაძე

22:21 ორშაბათი, 08 ნოემბერი 2021

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამკურნალო დაწესებულება) გადაიყვანეს, მან როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს.

„როდესაც მიხეილ სააკაშვილი შესახლდა N18 დაწესებულებაში, მან, სამწუხაროდ, მიაყენა როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენს თანამშრომლებს. აქვე გეტყვით, რომ ეს არიან ის თანამშრომლები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე და თითოეული პატიმრის უფლების დაცვაზე და ჩვენ ვერავის მივცემთ მათი შეურაცხყოფის უფლებას“, – განაცხადა ბეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ფაქტს გენერალური ინსპექცია სწავლობს და მას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

„რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვერავის, ვინც არ უნდა იყოს ის, ვერც მივცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენს საამაყო თანამშრომლებს, რომლებიც თვეების განმავლობაში საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი ვერ ნახულობენ, ასე მოექცეს. საზოგადოებისთვის ყველაფერი  მალე გახდება ცნობილი. გენერალური ინსპექცია დაიწყებს შესწავლას და ეცნობება საზოგადოებას და ადვოკატებს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პირველი ოქტომბრიდან სასჯელს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა და პროტესტის ნიშნად შიმშილობდა, დღეს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით მიიღეს.

მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ვარაუდობდა, რომ მისი შვილის გადაყვანა ვერტმფრენით მოხდა, თუმცა, როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენემა ციხის საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ თქვა, სააკაშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]