weather cur horoscope tv
აგვისტო 15, 2022

კონსილიუმის წევრებს მიხეილ სააკაშვილთან შესვლაზე უარი უთხრეს

23:42 კვირა, 14 ნოემბერი 2021

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა N18 სამკურნალო დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილთან იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრები არ შეუშვა.

„2-საათიანი ლოდინის შემდეგ, პენიტენციურმა სამსახურმა უარი თქვა მათ შესვლაზე იმ მოტივით, რომ არ არის სამუშაო საათები. უნდა აღვნიშნო, რომ კონსილიუმი არასამუშაო საათებში უკვე ყოფილა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. დღეს, ასევე არასამუშაო საათებში იყო კონსილიუმის ერთ-ერთი წევრი, ნიკოლოზ ყიფშიძე. ვფიქრობ, რომ პენიტენციური სამსახურის ეს ნაბიჯი არის აბსოლუტურად უკანონო და სამარცხვინო. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება ჯიბრში უდგას ილუზორულ მოწინააღმდეგეს და ყველანაირად ცდილობს მესამე პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ერთ-ეთმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.

ადვოკატის თქმით, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად ცუდია, რომ პენიტენციურ სამსახურს არ სურს, ამის შესახებ საზოგადოებამ იცოდეს.

„არ ვიცი, რატომ შეიძლება, რომ ადამიანს ექიმის მომსახურებაზე უთხრა უარი. მეორე და ნაკლებად რაციონალური, თუმცა პენიტენციური სამსახურისგან მოსალოდნელი მოტივაცია გახლავთ ის რომ უბრალოდ ბოღმიანები, გაბრაზებულები არიან და ჯიბრში უდგანან მიხეილ სააკაშვილს“, – აღნიშნა თუთბერიძემ.

კონსილიუმის წევრი ენდოკრინოლოგის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ბოლოს 3 ნოემბერს გასინჯა და მაშინ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. ექიმის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ვერაფერს იტყვის.

მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ გუშინ, გვიან ღამით განაცხადა, რომ სააკაშვილი ძალიან არის დასუსტებული. როგორც მან თქვა, შიმშილობის განმავლობაში გუშინ პირველი დღე იყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ლოგინიდან ვერ ადგა. ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, დღეს მიხეილ სააკაშვილმა ფეხზე ადგომა შეძლო.

 

ამ თემაზე:

მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება – ციხის მთავარი ექიმი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]