weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

მიშა მოსხლეტით წაიქცა და საკაცით აიყვანეს – ბასილაია

18:56 ხუთშაბათი, 18 ნოემბერი 2021

ადვოკატ ბექა ბასილაიას ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 49-ე დღეა შიმშილობს, ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ წაიქცა.

„მიშა ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ უნდა ასულიყო ზემოთ და ოთახში რომ გამოდიოდა, მოსხლეტით წაიქცა, რამდენიმე წუთში საკაცე ჩამოიტანეს. გადააწვინეს საკაცეზე და დაახლოებით 10 წუთია, რაც აიყვანეს. ხელით გავუხსენით თვალები. მანამდე ვესაუბრეთ, ძალიან მძიმედ იყო მიშა. წაქცევის შემდეგ, ერთი სიტყვა არ გამიგია მისგან“, – თქვა ბექა ბასილაიამ.

მიხეილ სააკაშვილი 8 ნოემბრიდან გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი და შიმშილობას აგრძელებს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, აღნიშნულ დაწესებულებას აქვს ყველა რესურსი, სათანადო ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და ჰყავს კვალიფიციური პერსონალი იმისთვის, რომ მოშიმშილე პაციენტებს უმკურნალონ. ხელისუფლება უარს აცხადებს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაყვანაზე.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის შეფასებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც, მათი რეკომენდაციაა, რომ მკურნალობა დაუყოვნებლივ გაგრძელდეს ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ექსპერტების დასკვნით, ამ პირობებს გლდანის N18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]