weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სავარაუდოდ მთავრობამ იცოდა, რომ სტრასბურგი ჩვენს დასკვნას დაეყრდნობოდა – ლომჯარია

17:35 სამშაბათი, 23 ნოემბერი 2021
ipn.ge-ის ფოტო ipn.ge-ის ფოტო

ნინო ლომჯარიას ვარაუდით, იუსტიციის სამინისტრომ იცოდა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას დაეყრდნობოდა და სააკაშვილის საქმეზე „მეორე დროებით ღონისძიებას“ გამოსცემდა. ლომჯარია ამ გარემოებას უკავშირებს 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას.

„მე, რა თქმა უნდა, მტკიცებულებები არ მაქვს და არ ვიცი, როდის მიიღო ხელისუფლებამ ოფიციალური დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლოსგან, თუმცა, ვვარაუდობ, მათ იცოდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლო ემზადებოდა მეორე დროებითი ღონისძიების გამოსაცემად. როგორც ჩანს, სააკაშვილის ადვოკატებს წარდგენილი ჰქონდათ სასამართლოში სახალხო დამცველის ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მაღალია ალბათობა იმისა, რომ მათ რეალურად ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ იცოდნენ, სასამართლო დაეყრდნობოდა ამ ექსპერტიზის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სტრასბურგის სასამართლომ 19 ნოემბრით დათარიღებული წერილით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და პატიმარ მიხეილ სააკაშვილს 10 ნოემბერს გამოცემული დროებითი ღონისძიების შესახებ შეახსენა. სასამართლომ მთავრობას დაავალა, სააკაშვილის ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფა და ამ პროცესში სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სამედიცინო ექსპერთტა ჯგუფის დასკვნის გათვალისწინება.

ევროსასამართლოს ამ წერილის შესახებ 23 ნოემბერს გახდა ცნობილი. იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ირწმუნება, რომ დოკუმენტი 19 ნოემბრის საღამოს მიიღეს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

„რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ამ საავადმყოფოში, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკულ დროს მაინც იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენი წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ ადგილზე. გარკვეული შენიშვნები პატიმრის უფლებების დაცვის თვალსაზრისით უკვე გავეცით და გვითხრეს, რომ გამოსწოდებოდა. დღეს მოვედით იმისთვის, რომ ვნახოთ გამოსწორდა თუ არა ეს ხარვეზები“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ დღეს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლამდე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველის ექსპერტების 17 ნოემბრის დასკვნას „ფეიკი“ უწოდა. სამედიცინო ექსპერტების რეკომენდაცია იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა დაუყოვნებლივ გაგრძელებულიყო მულტიფუნქციურ ჰოსპიტალში. ისინი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებდნენ როგორც კრიტიკულს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]