weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2024

ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში მიწაში მოყოლილ ორ ადამიანს ეძებენ

16:14 შაბათი, 27 ნოემბერი 2021

ტყიბულში, სავარაუდოდ, ქვანახშირის ღია კარიერული წესით მოპოვების სამუშაოების დროს მიწის მასა ჩამოიშალა და ორი ადამიანი მოიყოლა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ტყიბულის მერის დავით ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, მოქალაქეები ნახშირს უნებართვოდ მოიპოვებდნენ.

პროფკავშირების წარმომადგენელმა, გაგა ისაკაძემ, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება, „რეგინფოს“ უთხრა, რომ, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, სამთო მასა კერძო კარიერში, გამაგრებითი სამუშაოებისას ჩამოიშალა. მისივე თქმით, ერთ-ერთ დაზარალებულს მაშველები მალე ამოიყვანენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 17:00 საათზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაშველებმა მოახერხეს მიწის ქვეშ მოყოლილ ერთ-ერთ ადამიანამდე ჩასვლა. უწყების ცნობით, მოქალაქე კონტაქტურია და მიმდინარეობს მისი უსაფრთხო ადგილზე გაყვანის ღონისძიებები. პარალელურ რეჟიმში ეძებენ მეორე მოქალაქეს.

2020 წელს სამუშაო ადგილზე დაიღუპა 39 და დაშავდა 249 ადამიანი.

გასულ წელს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ შემოწმებულ ყველა ობიექტზე გამოვლინდა შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა. სამუშაო ადგილზე დაშავებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა დამამუშავებელ მრეწველობის სექტორში ფიქსირდება. 2019-2020 წლებში უწყების მიერ შემოწმებულ ობიექტებზე სხვა სანქციებთან ერთად, კრიტიკული შეუსაბამობისთვის სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება 103 შემთხვევაშია გამოტანილი.

 

ამ თემაზე:

ტყიბულში მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მეშახტე გარდაცვლილი იპოვეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]