weather cur horoscope tv
აგვისტო 10, 2022

როგორი იქნება სასტუმრო, რომელიც ალავერდის ტაძართან შენდება – ფოტოები

23:51 პარასკევი, 04 თებერვალი 2022

ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის სიახლოვეს, 200 მეტრში, მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილ ტერიტორიაზე, პრემიუმ კლასის სასტუმრო Alaverdi Resort-ი შენდება. 

სასტუმროს ასაშენებლად ღვინის მწარმოებელი კომპანია „ბადაგონი“ 14 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. სასტუმროს გახსნა 2023 წლის სექტემბერშია დაგეგმილი. 

სასტუმროს ინფრასტრუქტურა 32 ნომერს, საცურაო აუზს, ბარებსა და რესტორნებს აერთიანებს. Alaverdi Resort-ის პროექტის ავტორი არქიტექტორი ზვიად სურგულაძეა. 

„ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დიდი პასუხისმგებლობის მქონე პროექტი იქიდან გამომდინარე, რომ მთლიანად სასტუმრო შენდება ეკლესიის კუთვნილ ტერიტორიაზე, იმ დიდი სიწმინდის გვერდზე, რასაც ჩვენი ალავერდი ჰქვია“, – განაცხადა „ბადაგონის“ დამფუძნებელმა, გიორგი სალაყაიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]