weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ქვეყანა კორონავირუსის მე-6 ტალღის პიკშია – გამყრელიძე

17:14 სამშაბათი, 08 თებერვალი 2022

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდსიტუაცია რთული, მაგრამ სრულად მართვადია. 

„დადებითობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალ დონეზე ნარჩუნდება – 30%-ზე მეტია და შესაბამისად, გაფართოებულია ტესტირება. 210 000 აქტიური შემთხვევაა და იმართება, ჯერჯერობით მთავარი ზეწოლა მოდის ამბულატორიულ და ლაბორატორიულ სექტორებზე“, – განაცხადა გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

მისივე თქმით, ქვეყანაში 95%-ით კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი ცირკულირებს.

„დღევანელი მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანა პიკშია. ეს პიკი რამდენი ხანი გახანგრძლივდება, ჩვენზე ბევრად არის დამოკიდებული, ანუ ჩვენს ქცევაზე – როგორ ვატარებთ პირბადეს, როგორ ავარიდებთ თავს დიდ თავშეყრებს, სადაც სუფრებია და რამდენად აქტიურად მივალთ და გავიკეთებთ ბუსტერს. ამით ჩვენ შევძლებთ, რომ ნაკლები დაზიანებით გავიაროთ ეს მეექვსე ტალღა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს, დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 73 251 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსის 24 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში 18 221 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 54 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 210 686 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 202 707 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის, ხოლო 6082 საავადმყოფოშია მოთავსებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]