weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სასამართლომ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი გაამართლა

18:38 პარასკევი, 20 მაისი 2022

პარტია „ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ილია ჯიშკარიანი, რომელსაც საკუთარი თანაშემწე თამთა თოდაძე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა, სასამართლომ გაამართლა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა მიიღო.

„ილია ჯიშკარიანს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს, მიყენებული მორალური ზიანის თაობაზე მიმართოს შესაბამის ორგანოებს“, – თქვა მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებისას.

მისივე თქმით, ზოგიერთი ჟურნალისტი ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ელფერს მისცემს, მაგრამ „არაუშავს“. როგორც ლიანა ორკოდაშვილმა თქვა, გამამტყუნებელი განაჩენი მაშინ დგება, როცა მტკიცებულებათა საკმაო რაოდენობაა და თუკი, ოდნავი ეჭვი მაინც არის, საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ წყდება.

პროკურატურამ ილია ჯიშკარიანს თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის მუხლებით ბრალდება 2019 წლის 8 ოქტომბერს წარუდგინა. ის დანაშაულს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ თოდაძის ბრალდება მის „პოლიტიკურ დისკრედიტაციას“ ემსახურებოდა. ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარის ოდენობით გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც დღეს, მოსამართლის გადაწყვეტილებით გაუქმდა.

პროკურატურა სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს არ ეთანხმება და მას კანონით დადგენილ ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]