weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პრაისი: წლების განმავლობაში საქართველოს თითქმის 6 მილიარდი დოლარი გამოვუყავით

13:41 ხუთშაბათი, 21 ივლისი 2022

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, აშშ-მა საქართველოს თითქმის 6 მილიარდი დოლარი გამოუყო, მათ შორის, დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად.

20 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, ნედ პრაისს ტელეკომპანია „იმედის“ წარმომადგენელმა ჰკითხა, განუხილავს თუ არა აშშ-ს სანქციები ქართველი მოსამართლის წინააღმდეგ. პრაისმა თქვა, რომ კონკრეტულ საქმეს არ იცნობს. მან საკითხზე უფრო ფართოდ ისაუბრა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ჩვენ გვერდში ვუდგავართ საქართველოს და საქართველოს დემოკრატიის მშენებლობის ძალისხმევას მისი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მრავალი წლის განმავლობაში.

დემოკრატიის მშენებლობა არასოდეს სრულდება. ეს ასეა ამ ქვეყანაში ისევე, როგორც სხვაგან, მაგრამ ჩვენ შევეცადეთ შეგვეტანა ჩვენი წვლილი იმ თვალსაზრისით, რომ დავხმარებოდით დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაში, ინსტიტუტების, რომლებიც იცავენ კანონის უზენაესობას, სხვა ძირითად დემოკრატიულ პრინციპებთან ერთად.

წლების განმავლობაში ჩვენ თითქმის 6 მილიარდი დოლარი გამოვუყავით საქართველოს დახმარების სახით, მათ შორის სწორედ ამ მიზნებისთვის.

ჩვენ ათასობით ადამიანი გავაგზავნეთ შეერთებულ შტატებში კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლისთვის, დავეხმარეთ ეკონომიკური ზრდის, კანონის უზენაესობის, დემოკრატიული მმართველობის, ისევე როგორც მრავალი სხვა ინიციატივის ხელშეწყობას“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აცხადებს, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩომ ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენის გამო „ანგარიში მოსთხოვა“. ის ამტკიცებს, რომ განაჩენის გამოცხადების შემდეგ საელჩოს წარმომადგენელმა საქმის ფაქტობრივი გარემოებები გამოკითხა და უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ლაშა ჩხიკვაძის თქმით, საელჩოს წარმომადგენელმა აცნობა, რომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამის ფარგლებში ვეღარ გაემგზავრებოდა. მოსამართლეს აინტერესებს, არის თუ არა ის სანქცირებული.

 

ამ თემაზე:

ელჩ დეგნანზე დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა არ შეესაბამება პარტნიორობას – პრაისი

ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ სასამართლო პროცესში ჩაერია, არ არის მართალი – დეგნანი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]