weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს ვერტმფრენი ჩამოვარდა

17:08 პარასკევი, 29 ივლისი 2022

გუდაურში, სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობის დროს, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა.

ვერტმფრენი პარაპლანისტების დასახმარებლად იყო გამოძახებული. რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ პარაპლანი კლდეს შეეჯახა და ჩამოვარდა. ძნელად მისადგომი ადგილიდან დაშავებულების ამოყვანას ვერტმფრენის საშუალებით ცდილობდნენ.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, ქეთევან კოვზიაშვილმა:

„სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები.

მომხდარის შესახებ ყველა დეტალი დეტალები ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მიაწვდის“, – წერს ქეთი კოვზიაშვილი Facebook-ზე.

გუდაურში პარაპლანი 16 ივლისსაც ჩამოვარდა, რის შედეგადაც უცხო ქვეყნის მოქალაქე არასრულწლოვანი დაიღუპა, ქართველი პარაპლანისტი კი მძიმედ დაშავდა. პოლიციამ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით აღძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]