weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

18:10 პარასკევი, 29 ივლისი 2022

გუდაურში, სამაშველო ოპერაციის დროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 94-ე კილომეტრზე მოძრაობა შეიზღუდა.

„გუდაურში, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 94-ე კილომეტრთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, სამაშველო ღონისძიებების დასრულებამდე, დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

გუდაურში პარაპლანისტების დასახმარებლად გამოძახებული ვერტმფრენი ჩამოვარდა და აფეთქდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა მაშველები და მედიკოსები იმყოფებოდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]