weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

20:53 პარასკევი, 29 ივლისი 2022
მირიან კუკავა მირიან კუკავა

ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას განზრახ მკვლელობის ბრალდებით 22 წლის მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრალდებულმა მირიან კუკავას ჭრილობა ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში მიაყენა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანება 2002 წელს დაბადებულ მ.კ.-ს მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მ.კ. მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა“, – აცხადებენ შსს-ში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მკვლელობის საქმეზე კიდევ 7 პირია დაკავებული. მათ ბრალად ხულიგნობა, ცრუ ინფორმაციის მიწოდება და დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ.

 

ამ თემაზე:

ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე ბრალი 8 პირს წარედგინა

მკვლელობა ცხვარიჭამიაში: პროკურორის თქმით, კონფლიქტი მხრის გაკვრის გამო დაიწყო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]