weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

აფხაზებმა ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემის წინააღმდეგ აქცია დაიწყეს

21:45 ხუთშაბათი, 04 აგვისტო 2022

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის საკუთრებაში გადაცემის წინააღმდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში აქცია „დავიცვათ რაც გადავარჩინეთ“ დაიწყო. როგორც გამოცემა „ეხო კავკაზა“ წერს, აქციის იდეა დეპუტატობის ყოფილ კანდიდატს, გრიგორი ლაცუჟბას ეკუთვნის და ის „აფხაზეთის სუვერენიტეტის დასაცავად“ ცოტა ხნის წინ დააანონსებული საზოგადოებრივი კამპანიის ფარგლებში ტარდება.

„ამ აქციის ამოცანაა კიდევ ერთხელ მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება აფხაზეთის ხელისუფლების მიერ ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალის ნაწილის გასხვისებასა და დღის წესრიგში მდგარ სხვა საკითხებზე“, – უთხრა „ეხო კავკაზას“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მწერალმა დიმიტრი გაბელიამ.

გამოცემის ინფორმაციით, კამპანიის მონაწილეები სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ და ავტომობილებზე აკრავენ ბანერებს, რომელზეც აფხაზეთია გამოსახული და გული იმ ადგილას არის დასმული, სადაც ბიჭვინთა მდებარეობს.

დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის ხელისუფლება რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცემის საკითხს განიხილავს. 2022 წლის 19 იანვარს ხელმოწერილი ე.წ. შეთანხმება ითვალისწინებს რუსეთისთვის აგარაკის კომპლექსის უსასყიდლოდ, ხოლო მიწის და ზღვის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემას. მხოლოდ აგარაკის ფართობი 180 ჰექტარს აღემატება.

ე.წ. შეთანხმება ძალაში შესვლისთვის დე ფაქტო პარლამენტის მხრიდან რატიფიცირებას საჭიროებს, რასაც პარლამენტი არ თანხმდება. ცოტა ხნის წინ ე.წ. პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა შეთანხმების „კონსტიტუციასთან“ შესაბამისობა შეემოწმებინა. ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ „ხარვეზების გამო“მიმართვა არ განიხილა და 3 აგვისტოს, პარლამენტს უკან დაუბრუნა.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთი ბიჭვინთის აგარაკის გადაცემას უკვე 12 წელია ითხოვს. როგორც ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ თქვა, ქონება უნდა გადასცენ არა ბიზნეს-სტრუქტურებს და შემთხვევით ადამიანებს, არამედ ხელმძღვანელს, რომელმაც, მისი აზრით, აფხაზეთისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]