weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

მერის მოადგილე: მესტიაში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

18:17 სამშაბათი, 30 აგვისტო 2022

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ „რეგინფოს“ მერის მოადგილემ, ნელი ნავერიანმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ცეცხლი მყინვარ ლეხზირთან, ტყის ქვედა საფარზე იყო მოდებული.

ხანძრის შესახებ ცნობილი დღის მეორე ნახევარში გახდა. ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი და მეხანძრეები ჩართული.

დამწვარი ტყის ფართობი და ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ არსებული და მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი ხანძრის გაჩენის ხელშემწყობი პირობაა. სააგენტოს პროგნოზით, შაბათამდე, 3 სექტემბრამდე მთელ ქვეყანაში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურამ დაბლობში, ბარში და მთიანი რეგიონების ცალკეულ რაიონში შესაძლოა 38, 40 გრადუსს მიაღწიოს.

 

ამ თემაზე:

პრემიერი ხანძრებზე: ვიცით რა ქვეყნის შიგნით ძალების ბუნება, დივერსია გამორიცხული არ არის

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]