weather cur horoscope tv
ივლისი 19, 2024

თბილისის რაიონებში გამგებლის მოადგილეები პრემია-დანამატებს 15-ჯერ იღებდნენ

16:51 სამშაბათი, 24 ოქტომბერი 2017

თბილისის რაიონების გამგებლის ყველა მოადგილეს დედაქალაქის მერზე მაღალი ანაზღაურება აქვს. გამგებლის მოადგილეების ერთი ნაწილი პრემია-დანამატებს ყოველწლიურად 15-ჯერ, ნაწილი კი 14-ჯერ იღებდა. მათი წლიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობა 21 600 ლარია, თუმცა ფაქტობრივად მიღებული ანაზღაურება სარგოს 2-ჯერ და მეტჯერ აჭარბებს.    

თბილისის მერიის მოქმედ სტრუქტურაში 10 რაიონის გამგეობა შედის, თითოეულ გამგებელს კი 3 მოადგილე ჰყავს. დედაქალაქის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-86 დადგენილებით, მათი თანამდებობრივი სარგო თვეში 1800 ლარია, ანუ წელიწადში 21 600 ლარი

საინფორმაციო ცენტრების ქსელმა გამოარკვია, რომ თბილისში გამგებლის მოადგილეების მიერ ფაქტობრივად მიღებული გასამრჯელო 2-ჯერ და უფრო მეტად აღემატება თანამდებობრივ სარგოს. 

2016 წელს პრემია-დანამატები 15-ჯერ მიიღეს ნაძალადევის გამგებლის მოადგილეებმა დავით გოგიძემ (26 960 ლარი) და გოჩა ჯანელიძემ (26 325 ლარი); 

14-ჯერ - დიდუბის გამგებლის მოადგილე ზურაბ უგულავამ, დიდუბის გამგებლის მოადგილე მამუკა ვეკუამ, სამგორის გამგებლის მოადგილე კახა ბოლქვაძემ, საბურთალოს გამგებლის მოადგილე კახაბერ გავაშელმა, - თითოეულმა 25 200 ლარი, ასევე ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუამ, - 25 028 ლარი. 

13-ჯერ მიიღო პრემია-დანამატები ვაკის გამგებლის მოადგილე გიორგი ბირბიჩაძემ, - 23 200 ლარის ოდენობით, 12-ჯერ - გლდანის გამგებლის მოადგილე ლევან ნაროუშვილმა (21 600 ლარი),  11-ჯერ კი სამგორის გამგებლის მოადგილეებმა ავთანდილ დიასამიძემ (20 217 ლარი) და მუხრან ლობჟანიძემ (19 885 ლარი). 

დედაქალაქის რაიონის გამგებლების სხვა მოადგილეების წლიური ანაზღაურება შედარებით ნაკლები იყო, ზოგიერთ მათგანს კი 2017 წელს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირება ჯერ არ მოუხდენია. 

ანალოგიური პრაქტიკა იყო დამკვიდრებული 2015 წელსაც, როდესაც 15-ჯერ მიიღეს პრემია-დანამატები სხვადასხვა რაიონის გამგებლის მოადგილეებმა: სარდიონ ბურდულაძემ (სამგორი), ლალი ბირკაძემ (კრწანისი), ლავრენტი გოგსაძემ (ჩუღურეთი), გაიოზ ვასაძემ (საბურთალო), კახაბერ ქოროღლიშვილმა (მთაწმინდა) და ა.შ.. 

„რეგინფო“ წერდა, რომ თბილისის რაიონების გამგებლები პრემიას და დანამატს წელიწადში 14-ჯერ იღებენ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელფასს, ხოლო დედაქალაქის მერის ხელფასზე 75 %-ით მეტია. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის ხელფასი თვეში 3180 ლარია, ანუ წელიწადში 38 160 ლარი. ამ თანამდებობაზე მუშაობისას დავით ნარმანიას პრემია და დანამატი არცერთხელ არ აუღია.   

 

მსგავი თემები:

თბილისის მერის მოადგილეებმა პრემია-დანამატები 15-ჯერ მიიღეს

თბილისის მერიის აიპ-ის დირექტორი თვეში 8000 ლარამდე ხელფასს იღებს

თბილისის მოქმედი და ყოფილი მერების ხელფასები და პრემიები

თბილისის მერიის რომელი ჩინოვნიკები იღებენ პრემიერ-მინისტრზე მაღალ ხელფასებს

კარლო ლაფერაძე ადგილობრივ თვითმმართველობებში ყველაზე მაღალ ხელფასს იღებს                                                                                                                                                     

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]