weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სპეცოპერაციის შედეგად მოკლულია დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი, დაკავებულია 1

20:26 ოთხშაბათი, 22 ნოემბერი 2017

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრტერორისტული ცენტრის მიერ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. ოფიციალური ცნობით,  სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი. დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელიც.

"არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. ამ პირებთან მიმართებაში დაკვირვება უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა. საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, აღნიშნული ჯგუფის წევრების სრული იდენტიფიკაციის მიზნით, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით", - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

სუს-ის პრესსპიკერს, ნინო გიორგობიანს არ დაუკონკრეტებია რომელი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია 21 ნოემბრის საღამოს დაიწყო და დაახლოებით 22 საათი გაგრძელდა. სამართალდამცავებმა შტურმი მიიტანეს იმ ბინაზე, რომელიც მერი ხანგოშვილზეა რეგისტრირებული, მისი ფაქტობრივი მფლობელი კი ახმეტის რაიონის სოფელ დუისში მცხოვრები ასლანბეგ ჯაბრაილოვია. "რეგინფოს" ინფორმაციით, ჯაბრალოვმა ბინა ერთი თვის წინ უცხოელებზე გააქირავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]