weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ადვოკატის თქმით, სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა

18:45 ხუთშაბათი, 23 ნოემბერი 2017

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს. სახაზინო წესით დანიშნულმა ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ განაცხადა, რომ დაკავებული რუსეთის მოქალაქეა და მას საკუთარი ვინაობის გამხელა არ სურს.

„მისი სურვილია, რომ მისი სახელი და გვარი არ იქნას გაჟღერებული. ის დაკავებულია მანამდე, სანამ ეს სპეცოპერაცია მოხდებოდა. როგორც ვიცი, მას არანაირი კავშირი არ აქვს ამ სპეცოპერაციასთან, არც ტერორისტულ ორგანიზაციასთან. საქართველოს მოქალაქე არ არის. რუსეთის მოქალაქეა“, - განაცხადა იმედა ქარქაშაძემ.

ოფიციალური ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი. დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელიც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან.

კითხვაზე, არის თუ არა სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულთა შორის ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების „იარმუკის“ მეთაური ახმედ ჩატაევი, გახარაიამ უპასუხა: „კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა დაველოდოთ გამოძიების და ექსპერტიზის დასრულებას“.

კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელის უმარ იდიგოვის განცხადებით, ოჯახი, რომლის წინააღმდეგაც თბილისში სპეცოპერაცია ჩატარდა, საქართველოში ჩეჩნეთიდან იყო ჩამოსული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]