weather cur horoscope tv
იანვარი 27, 2021

ბაკურციხეში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს, ოპერატორი დაჭრეს

12:12 ხუთშაბათი, 28 დეკემბერი 2017 hits 2726

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. სამი ნიღბიანი ბენზინგასამართ სადგურზე გვიან ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე შეიჭრა. მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოლარე-ოპერატორი ფეხის არეში დაჭრეს და თავში კონდახი ჩაარტყეს. გატაცებულია დაახლოებით 1000 ლარი.

როგორც „რეგინფოს“ დაზარალებულებმა უთხრეს, თავდამსხმელებს ოპერატორმა წინააღმდეგობა გაუწია და ერთ-ერთისთვის ნიღბის მოხსნაც შეძლო, რასაც ე.წ. აბრეზიდან სროლა მოჰყვა. დაშავებული მამაკაცი გურჯაანის საავადმყოფოშია მოთავსებული. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

რამდენიმე დღის წინ გაზგასამართი სადგური დააყაჩაღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაარშიც. თვითმხილველების ინფორმაციით, ობიექტი სამმა პირმა დააყაჩაღა.

 

მსგავს თემაზე:

სოფელ ჩუმლაყში ლიპარტაშვილების ოჯახი დააყაჩაღეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]