weather cur horoscope tv
თებერვალი 18, 2020

ხაშურში სკოლის მოსწავლეების მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავეს

14:44 სამშაბათი, 16 იანვარი 2018 hits 1304

პოლიციამ ხაშურში სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 25 წლის გ.ც. დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 14 იანვარს, ქალაქ ხაშურში, ერთ-ერთ რესტორანთან, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა ორ არასრულწლოვანს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილები ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი-ერთი დაშავებული არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის საავადმყოფოდან დღეს გამოწერეს, ხოლო მეორე არასრულწლოვანს ჩაუტარდა ოპერაცია. იგი გადაყვანილია პალატაში და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, დაკავებული გ.ც. აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]