weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

კასპის რაიონში ალიოღლების ოჯახი დააყაჩაღეს - „დედაჩემს ცხვირი აქვს მოჭრილი“

22:27 სამშაბათი, 24 აპრილი 2018

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში ალიოღლების ოჯახს სამი შეიარაღებული ნიღბიანი პირი დაესხა თავს და დააყაჩაღა. ფულის გამოძალვის მიზნით, მათ ცოლ-ქმარი სკამზე დააბეს და ცემეს. საბინა ალიოღლი ამბობს, რომ თავდამსხმელებმა დედამისს ცხვირი მოაჭრეს, სახლიდან კი ძვირფასეულობა წაიღეს.

„სამივეს ჰქონდა პურის დანა. დედაჩემს ცხვირი მოაჭრეს. სახე შეკერილი აქვს. წაგვართვეს ყველაფერი. ოქროს ყელსაბამი, სამაჯური, ცხრა ცალი ბეჭედი მქონდა. ასევე, წაიღეს დედაჩემი ორი ყელსაბამი. წასვლისას გვითხრეს, ხვალ თუ პოლიციას ვნახავთ ან ტელევიზიას, თავებს მოგაჭრითო“, - ამბობს საბინა ალიოღლი „რუსთავი 2“-თან.

„ავტომატის კონდახით მცემდა. მეუბნებოდა, ოქრო და ფული ამოიღეო, 20 ათასი რომ გაქვს, მომეციო. ვუთხარი, რომ ფული არ მქონდა. სახლი სულ რომ ამოატრიალეს, ერთ-ერთი დანით მოვიდა და სახეზე დამისვა. მერე ყელზე მომადო და თავს მოგაჭრიო“, - ციტირებს „რუსთავი 2“ ალიოზა ალიოღლის კომენტარს.

თავდამსხმელებმა თანხისა და ძვირფასეულობის ძებნაში ალიოღლების სახლში სხვადასხვა ნივთი და ავტომობილი დააზიანეს.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. ამ დროისთვის სამართალდამცავებს არავინ ჰყავთ დაკავებული. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ოჯახმა გამომძიებლებს დაუსახელა ის პირი, ვინც სავარაუდოდ ყაჩაღობის ორგანიზატორი იყო.

სოფელ ფერმის მცხოვრებლების თქმით, სოფელში ქურდობის რამდენიმე შემთხვევა მოხდა, თუმცა საქმეები გამოძიებული არ არის.

4 აპრილს ყაჩაღური თავდასხმა მოხდა ქვემო ქართლშიც, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სანთაში, სადაც ორმა პირმა პენსიონერი ცემა და აწამა. ბოროტმოქმედებმა 600 ლარი წაიღეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]