weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

დღეს ვანელები და ხონელები „ქართულ ოცნებას“ წითელ ბარათს ანახებენ – გიგი უგულავა

11:17 შაბათი, 28 აპრილი 2018

„დღეს, ვანელები და ხონელები „ქართულ ოცნებას“ პირველ მნიშვნელოვან წითელ ბარათს ანახებენ. „ქართული ოცნება“ დამარცხდება იმის გამო, რომ მან მოატყუა პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, სოფლის მოსახლეობა და უპატრონოდ დატოვა რეგიონები, განსაკუთრებით იმერეთი“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოდან“ ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომელმაც ხმა ხონში მისცა.

„დღევანდელი წითელი ბარათი იქნება შეხსენება, რომ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც მოდის დაპირებებით, ვალდებულია შეასრულოს დაპირებები, სხვა შემთხვევაში მას ხალხი გადაირჩევს. გამარჯვებას წინ არაფერი უდგას, ყველა მონაცემით ვლიდერობთ და შესაბამისად, მოვემზადებით იმისთვის, რომ ის წინასაარჩევნო გეგმა, რაც გავაცანი ვანელებს და ხონელებს, განვახორციელოთ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში 60 საარჩევნო უბანი, სადაც 48 054 ამომრჩეველია რეგისტრირებული, 08:00 საათზე გაიხსნა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. 11:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 10 %-ია.

პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის ექვსი კანდიდატი მონაწილეობს: გიორგი უგულავა, N2 – „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“; გიორგი ლილუაშვილი, N17 – „საქართველო“; ზურაბ ქართველიშვილი, N21 – „ტრადიციონალისტები“; მამუკა ტუსკაძე, N23 – „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“; გივი ჭიჭინაძე, N41 -„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; ვასილ კოპალიანი, N42 – საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა).

„ევროპული საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში გიგი უგულავა ლიდერობს. მას გამოკითხულთა 41.4% უჭერს მხარს, „ქართული ოცნების“ კანდიდატ გივი ჭიჭინაძეს კი - 32.1%.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]