weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

თბილისში საპროტესტო აქცია 18:00 საათზე განახლდება

10:18 შაბათი, 02 ივნისი 2018

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღეს, 18:00 საათზე განახლდება. ხორავას ქუჩაზე მოკლული ბავშვის, დავით სარალიძის მამაზაზა სარალიძემ გუშინ განაცხადა, რომ აქციებს მანამდე არ შეწყვეტს, ვიდრე მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ზაზა სარალიძე პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომას ითხოვს.

გუშინდელი აქციის დროს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ზაზა სარალიძის წინააღმდეგ, გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან, მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე. შს სამინისტრომ ზაზა სარალიძეს დაცვა შესთავაზა, რაზეც მან უარი თქვა. „6 თვეა ვეხვეწები ჩემი შვილის უფლებების დაცვას და 6 თვე სულში მაფურთხებდნენ და სულში აფურთხებენ ჩემ შვილს. მე მაგათი დაცვა არ მჭირდება“, - განაცხადა სარალიძემ.

საპროტესტო აქცია 31 მაისს, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მოკლული დავით სარალიძის მამამ, მთავარი პროკურატურის შენობასთან დაიწყო, რომელსაც პოლიტიკოსები და განაჩენით, ასევე პროკურატურის საქმიანობით, უსამართლობით უკმაყოფილო ადამიანებიც შეუერთდნენ. მას შემდეგ, რაც მთავარმა პროკურორმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, აქცია პარლამენტის შენობასთან გაგრძელდა, სადაც მთავრობის გადადგომაც მოითხოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]