weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

თუშეთის 2 სოფელს და 8 ნასოფლარს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

17:36 ორშაბათი, 18 ივნისი 2018
გირევი / ფოტო © ოლიკო ცისკარიშვილი გირევი / ფოტო © ოლიკო ცისკარიშვილი

თუშეთში მდებარე სოფლებს - კვავლოს და ფარსმას, ასევე ნასოფლარებს - აგეურთა, გირევი, დაქიურთა, ძველი დიკლო, ინდურთა, წარო, ჭონთიო და ჰეღო, - კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

შესაბამისი სამართლებრივი აქტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა 2018 წლის 15 ივნისს გამოსცა. 

ყველა აღნიშნული სოფელი და ნასოფლარი გვიანი შუა საუკუნეების (XV-XVIII ს.ს.) არქიტექტურული ძეგლია.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ძველი დიკლოს, გირევის, ჭონთიოს, ჰეღოს, აგეურთას, წაროს, კვავლოს, ფარსმას, დაქიურთას და ინდურთას რეაბილიტაციისთვის კვლევითი სამუშაოები დაიწყება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]