weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

რუსეთის მოქალაქემ აუქციონზე ტაბახმელაში მდებარე სახელმწიფო მიწა იყიდა

13:58 სამშაბათი, 10 ივლისი 2018

რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ახმეტ მალსაგოვმა სახელმწიფოსგან უპირობო აუქციონში გაიმარჯვა და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, სოფელ ტაბახმელაში მდებარე 9275 კვ.მ. არასასოფლო მიწის ნაკვეთი 808 000 ლარად იყიდა.

სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდი მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 112 000 ლარი იყო. აუქციონში ოთხი სუბიექტი მონაწილეობდა, 2018 წლის 6 ივლისს კი გამარჯვებულად ახმეტ მალსაგოვი გამოცხადდა.    

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ახმეტ მალსაგოვი საქართველოში რეგისტირებული ორი კომპანიის მეწილეა, იგი შპს „ურბანი გრუპ“-ში და შპს „წავკისი-ვილ“-ში 50 – 50 %-ს ფლობს. ორივე კომპანიაში მისი პარტნიორები ასევე რუსეთის მოქალაქეები არიან - მუსლიმ იზმაილოვი და მაგომედ მალსაგოვი. 

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსა და მყიდველს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება საინვესტიციო ან სხვა სახის ვალდებულებებს არ ითვალისწინებს.

 

ამ თემაზე:

2012-2016 წლებში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 18 041 უძრავი ქონება დაირეგისტრირეს

რუსმა ბიზნესმენმა 460 000 ლარად თბილისში მიწის ნაკვეთი და შენობა იყიდა

რუსმა ბიზნესმენებმა კახეთში 259 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყიდეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]