weather cur horoscope tv
ოქტომბერი 25, 2024

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად ლევან მაისურაძე დაინიშნა

14:09 ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017

აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად ლევან მაისურაძე დაინიშნა. ამ თანამდებობის დაკავებამდე, 31 წლის ლევან მაისურაძე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა.

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი 2017 წლის იანვრიდან კახა ბუხრაძე იყო. ის თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს და როტაციის პრინციპით ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად გადაიყვანეს.

კახა ბუხრაძის გათავისუფლებას 11-12 მარტს ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვდნენ. მათი თქმით, კახა ბუხრაძე აჭარლებს „თათრებს“ უწოდებდა, ხოლო საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოქალაქეებს უსამართლოდ აჯარიმებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

კვირის პოპულარული

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]