weather cur horoscope tv
მაისი 16, 2024

კოჯრის ბაზაზე სამხედროების დაჭრის საქმეზე ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

10:33 შაბათი, 01 სექტემბერი 2018

სამხედრო პოლიციამ კოჯრის სამხედრო ბაზაზე 1-ელ აგვისტოს მომხდარი ჩხუბის საქმეზე ორი სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე დააკავა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაბა კოჯორში მდებარე გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების აკადემიის ტერიტორიაზე, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულებმა ე. ჩ.-მ და ნ.გ-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს ამავე სამხედრო ნაწილის სამ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეს.

დაკავებულთაგან ერთ პირს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) პირველი ნაწილით, ხოლო მეორე ბრალდებულს - 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ცხრიდან ცამეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

31 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირთა მხილების მიზნით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]