weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საზოგადოება

თუშეთიდან მომავალ ავტომობილს, რომლითაც რუსი ტურისტები მგზავრობდნენ, მთიდან ჩამოვარდნილი ლოდი დაეცა. "ტოიოტას" მარკის ავტომანქანა სერიოზულად დაზიანდა, თუმცა მგზავრებიდან არავინ დაშავებულა. შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე შუადღეს მოხდა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლიდან სამი ახალი მოდულური პროგრამა ამოქმედდება, რომელიც ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდა.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე სატვირთო ავტომანქანების მძღოლებისთვის შექმნილ შეფერხებებს გამოეხმაურა. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ შეფერხებები ტურისტების გაზრდილი ნაკადის გამო შეიქმნა. მან შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს რიგში…

13 აგვისტოს გურიის კურორტ გომისმთაზე "გომისმთობა 2017" გაიმართება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, დაგეგმილა კულტურული და სპორტული ღონისძიებები.

კახეთში უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ორი მეწარმე სუბიექტი ამხილეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აღნიშნული მეწარმეები, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, თელავსა და ლაგოდეხში მდებარე მათი კუთვნილი აფთიაქებიდან, სანებართვო და სალიცენზიო პირობების…

"საქართველოს რკინიგზის" კახეთის რეგიონის თანამშრომლები უჩა ხვთისიაშვილი, ვახტანგ ცისკარიშვილი და აკაკი ჭარელიშვილი შიმშილობის დაწყებას გეგმავენ. ისინი "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტლებას აპროტესტებენ, რომლის საუძველზეც რამდენიმე დღის წინ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ პალურში, საოკუპაციო ხაზთან ადგილობრივი მკვიდრი 31 წლის უტა სამუშია რუსმა სამხედროებმა დააკავეს. მუნიციპალიტეტის გამგებელის ბესიკ ფიფიას ინფორმაციით, სამუშია თევზაობის დროს გაიტაცეს.

გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მემორიალური სახლ-მუზეუმის გახსნა იგეგმება. სახლ-მუზეუმის გახსნის ინიციატორი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ჯეოსელს“ 30 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. ეს გადაწყვეტილება კომისიამ კომპანია „სისტემ ნეტსა“ და „ჯეოსელს“ შორის არსებული დავის განხილვის შედეგად მიიღო.

მთაწმინდის ფერდობზე წუხელ გაჩენილი ხანძრის შედეგად ორ ჰექტრამდე ტერიტორია დაიწვა. ტყის მასივზე მოდებული ცეცხლის სრულად ჩაქრობა მეხანძრეებმა გვიან ღამით შეძლეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]