weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

საზოგადოება

გიორგი გაბუნიას მიერ გადაცემა „P.S.“-ში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ბოდიშს იხდის.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეარხი კატეგორიულად არ იზიარებს იმ ფორმას, რა ფორმითაც გადაცემა „პოსტ სკრიპტუმის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტისადმი საკუთარი დამოკიდებულება გამოხტა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, გადაცემა „პოსტ სკრიპტუმის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის მისამართით გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ხელს უწყობს მედიის მიმართ ნდობის შემცირებას, სიძულვილის ენის ტირაჟირებას და აზიანებს ქვეყანაში…

თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე, დაბა რუისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულია ქალი და ორი ბავშვი.

„თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, „ღირსების მარში“, რომელიც 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო, თბილისში ხვალ, 8 ივლისს ჩატარდება. ორგანიზატორები ღონისძიების ადგილს არ აკონკრეტებენ.

ქუთაისის 29-ე საჯარო სკოლის ეზოში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გვამს ეზოს დასუფთავების დროს მთიბავები წააწყდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გარდაცვლილის ვინაობა იდენტიფიცირებული არ არის. 

პირველი არხის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, „სიბრიყვე“ და „სისულელეა“ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გადაცემის „ღამის შოუ პირველზე“ წამყვანი, ბაჩო ქაჯაია სამსახურიდან გაათავისუფლეს მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო.

„მე გავრილოვი არ ვარ“; „დაიღალე პუტინისგან? დაისვენე საქართველოში“; „პუტინს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული“, – ამ მოწოდებებით საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეები თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქციის გამართვას აპირებენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აქტიურ რეზერვში ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. 18-დან 50 წლამდე ასაკის მოქლაქეებს შესაძლებლობა აქვთ რეზერვის პროგრამაში ჩაირიცხონ ისე, რომ სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ და პარალელურად დამატებთი ანაზღაურება მიიღონ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა ბოლო ორ დღეში, მთელი საქართველოს მასშტაბით, „ქურდული სამყაროს“ ათი წევრი დააკავეს, ერთ პირს კი ბრალი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში წარუდგინეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]