weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საზოგადოება

მარტვილში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლს სამი ნიღბიანი პირი თავს დაესხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ოჯახის წევრს სხეულის დაზიანება მიაყენეს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ოქროს ნივთები და ფული გაიტაცეს და შემთხვევის…

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზთან, საოკუპაციო ხაზთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ოჯახის ინფორმაციით, ნიკოლოზ მელანაშვილი და თამაზ მჭედლიძე სოფლის სასაფლაოზე იმყოფებოდნენ.

გორში, გორიჯვრის მიმდებარედ 20 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა გუშინ, 23 აპრილს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა მსახიობმა და ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა გლდანის წინასწარი დაკავების იზოლატორი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვა.

„ბოლოს მიღებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ცოტა არ იყოს, გულდაწყვეტილები ვართ“ – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უკრაინაში მიწის მმართველობის განვითარების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაში –„მიწის მმართველობის გაძლიერება უკრაინის განვითარებისთვის“  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის…

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო, 25 აპრილის რიგგარეშე სხდომაზე, დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების საკითხს განიხილავს.  

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა ჯგუფმა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, გორშეღმის ხეობის ერთადერთი მკვიდრი, 76 წლის მიხა არაბული ხევსურეთიდან დუშეთის საავადმყოფოში გადაიყვანა.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მალაიზიის დელეგაცია ესტუმრა. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მარი ხარძიანმა დელეგაციის წევრებს ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში განხორციელებული ის წარმატებული რეფორმები გააცნო, რომელთა შედეგადაც საქართველო ბოლო წლების განმავლობაში…

საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე), ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]