weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

საზოგადოება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკენოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ შეწყალების შუამდგომლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დააყენებს, თუ პატიმარი შენდობას ითხოვს და…

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტირების ჯგუფმა ნახევარფაბრიკატების საწარმო შპს „მადა“ შეამოწმა. ინსპექტირებისას გამოვლინდა ცხრა კრიტიკული შეუსაბამობა, მათ შორის, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, სურსათის შენახვის, წარმოება/გადამუშავების არასათანადო პირობები და კოროზირებული დანადგარები.

„ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი, იძულებითი ნაბიჯი გადავდგით, დაგვეტოვებინა თიბისი ბანკი, მაგრამ ჩვენს ღირსებასა და სამართალს არ დავთმობთ“, – ამის შესახებ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, წლის ბოლომდე დაახლოებით 180 სამხედრო გორში საცხოვრებელ ბინას მიიღებს. მისივე თქმით, საცხოვრებელი ბინების რემონტი უკვე მიმდინარეობს.

საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს ქალაქ თელავის ცენტრის რეაბილიტაციაა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ თიბისი ბანკთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანა და მასზე გავლენის მოხდენის მცდელობაა. გვენეტაძემ ამის შესახებ…

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, ორთაჭალაში მდებარე მე-12 პენიტენციური დაწესებულება დაიხურა და რუსთავში, მშენებელთა ქუჩის N60-ში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში განთავსდა. ორთაჭალიდან რუსთავში 248 პატიმარი უკვე გადაიყვანეს.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ასპინძაში ძარცვის ბრალდებით 1996 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ახლოს, ქუჩაში თავს დაესხა და ძალადობით…

ორმა კერძო კომპანიამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლოში დავა მოუგო. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერიას შპს „კონსულის“ სასარგებლოდ 25 574, ხოლო შპს „ჩვენი ხედისთვის“ 6600 ლარის გადახდა დაეკისრა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ ღია კონკურსში ცხრა კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. პარლამენტის ინფორმაციით, ესენი არიან: მალხაზ ასლამაზაშვილი, დონარა შონავა, მიხეილ ჩიკვილაძე, ზაალ ანჯაფარიძე, მიხეილ ჭიაურელი, მანანა ღოღობერიძე, ნინო მინდიაშვილი,…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]